Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა
Georgian Hot News
21 December 2014, 01:22

20 დეკემბერი, სასათბურე მეურნეობა "იმერეთი გრინერი"კერძო ინვესტორების- ბობ მეიერის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ლევან ბაღდავაძის და ასევე ჰოლანდიური კომპანია FoodVenturesმიერ ერთობლივად 5 მილიონი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა.
სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების საწარმო, ქ. სამტრედიაშi, 10 000 კვ. მეტრზე განლაგებულ სასათბურე/სასაწყობო მეურნეობას და მაცივრებით აღჭურვილ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელს მოიცავს.
„იმერეთი გრინერის" სასათბურე მეურნეობაშისხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანაიგეგმება, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ განხორცილედება. am საწარმოს პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან, რაც მის უმაღლეს ხარისხს და საუკეთესო გემოს განაპირობებს. წარმოებაში ქიმიური სასუქის გამოყენება მინიმუმამდეა შემცირებული, დაცულია გარემოს დაცვის თანამედროვემოთხოვნები. აღსანიშნავია, rom გასათბობად გაზის ნაცვლად გეოთერმული წყლები გამოიყენება, ხოლო სათბურის განათების „ფილიპსის" წარმოების უახლესი LED ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით ელექტროენერგიისმოხმარება 80%-ით იზოგება. მოსავალი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღება და მიეწოდება მომხმარებლებს.
პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე, საქართველოს შიდა ბაზარზე, სუპერმარკეტებიs ქსელებში, რესტორნებსა და სასტუმროებში წინასწარ შემუშავებული სადისტრიბუციო გეგმით მოხდება. თუმცა, მომავალში, წარმოების მოცულობის გაფათოება და მოწეული მოსავალის საექსპორტო ბაზრებზე გატანაც იგეგმება. საწარმოში ამ ეტაპზე 20ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. პროექტის განვიTარების მეორე ეტაპზე სასათბურე მეურნეობა დამატებით 40 000 მ2 ფართობზე მოეწყობა და მთლიანობაში 100 ადგილობრივს დაასაქმებს.
ჰოლანდიური კომპანია FoodVentures, რომელიც „იმერეთი გრინერის" 50% ფლობს, შავი ზღვის რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარების და მაღალხარისხიანი ბოსტნეულის მოყვანის პროექტებს ახორციელებს.
საწარმოს ფინანსურ მხარდაჭერაში ასევე მონაწილეობდნენ - ჰოლანდიური სამთავრობო საგრანტო პროგრამა - PSI, პროკრედიტ ბანკი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და თიბისი ლიზინგი.
საწარმოს გახსნას ინვესტორებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე,ეკონომიკისდა სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი